რუსეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა ონლაინ-მოლაპარაკებები გამართეს. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა სი ძინპინს მიმართა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა გაზარდონ. გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ მას მომავალი წლის გაზაფხულზე სახელმწიფო ვიზიტით ელიან.
"ეს მთელ მსოფლიოს დაანახებს რუსეთ-ჩინეთის კავშირების სიმტკიცეს საკვანძო საკითხებზე და გახდება წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში", - ციტირებს პუტინის განცხადებას პრესსამსახური.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთის საკვანძო მოკავშირე გახდა, თუმცა პეკინი უკრაინის მიმართ ხაზგასმით ნეიტრალურ პოზიციას იჭერს. ჩინეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეკინი შეინარჩუნებს თავის „ობიექტურ და სამართლიან პოზიციას“ ამ საკითხთან დაკავშირებით. Reuters აღნიშნავს, რომ პეკინს ამ დრომდე არ უხსენებია სი ძინპინის ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში.
სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ამას "სამაგალითო თანამშრომლობა" უწოდა. როგორც რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები წერენ, ჩინეთმა შეაქო რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.