logo
ENG



პუტინი შესაძლოა G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს

08 ნოე 202216:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/bbsjpfvos5u8t3x.jpg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა დიდი ოცეულის სამიტს ვირტუალურად დაესწროს. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც წელს სამიტს ბალიზე უმასპინძლებს.

ჯოკო ვიდოდოს თქმით, პუტინი სამიტს მომავალ კვირას შეუერთდება, "თუ სიტუაცია შესაძლებელი იქნება" და დაამატა, რომ შესაძლოა ვირტუალურადაც იყოს.

"მაგრამ თუ არა... შეიძლება ვირტუალურად ჩართვა ითხოვოს", - განაცხადა ჯოკოვიმ.

დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. 

უკრაინა მოითხოვს, რუსეთმა დიდი ოცეული (G20) დატოვოს, ხოლო ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე უკან გაიწვიონ.


close დახურვა