logo
ENG



ჟორჟოლიანი:8 წლის თავზე ოცნების რიტორიკა კვლავ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაა მიმართული

30 იან 202022:15
3 წუთის საკითხავი
 

„ფრაქცია პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ 2012 წლიდან 8 წელი გავიდა და მმართველი პარტიის რიტორიკა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაა მიმართული.

„2012 წელს „ოცნება“ ჩამოყალიბდა როგორც საპროტესტო მოძრაობა. დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. რეპრესუილი „ნაციონალური მოძრაობა“ დაამთავრა, მაგრამ კვლავ საპროტესტო რეჟიმში საქმიანობა გააგრძელა. 8 წლის თავზე, „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს თუ გადავხედავთ, მათი რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაა მიმართული. „ნაციონალური მოძრაობა“ არაა მთავრობა. „ოცნების“ ამოცანა ხალხთან ლაპარაკი უნდა იყოს და არა ოპონენტთან“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.


close დახურვა