logo
ENG



რამიშვილი: პირდაპირი მიმართულებაა, საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, რომ თვითმკლელობა იყო

23 ივლ 202022:34
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წამლებზე, ფსიქოლოგზე და წერილზე აპელირება "რაღაც პირდაპირი მიმართულებაა", საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, რომ თვითმკლელობა იყო.

როგორც რამიშვილმა გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, ის დარწმუნებულია, საგამოძიებო ორგანოში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ თვითმკლელობა შეიძლება მკვლელმა დადგას.

"ყველანაირ ვერსიას არსებობის უფლება გააჩნია, მაგრამ თვითონ ფორმულირება, რაც კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა ბრძანა, ცოტა მიუღებელია. იმაზე საუბარი, რომ სხეულზე არ დადასტურდა არანაირი დაზიანებები, ჯერ ისეთ მდგომაროებაშია, წარმოუდგენელია გვამს ასეთი დაზიანებები ჰქონდეს, რომ აღმოჩენილია წერილი, ის, რომ ფსიქოლოგი არის დაკითხული, ეს რაღაც პირდაპირი მიმართულებაა, საზოგადოებას ჰქონდეს წარმოადგენა, რომ ეს ყველაფერი არის თვითმკლელობა.

არ არის ეს ფორმა ლამაზი. მესმის, ყველა ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მოდი, ჯერ ვერსიებზე ვიმუშაოთ და საზოგადოებას ნუ გავამზადებთ, რომ არის თვითმკლელობა. გამახვილება და ორიენტირება იმაზე, რომ ფსიქოლოგი, წერილი, წამლები... კარგად ვარ დარწმუნებული, საგამოძიებო ორგანოში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ თვითმკვლელობა შეიძლება ისე დადგას მკვლელმა, კარგა ხანს ხალხი დარწმუნებული იყოს, რომ ადამიანმა თავი მოიკლა და ამ დროს მკვლელობა იყოს", - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. 


close დახურვა