პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე მოთავსებულია 64 პაციენტი, აქედან 34-ს დადასტურებულად აქვს კორონავირუსი, ხოლო დანარჩენებთან გამოკვლევის პასუხებს ელოდებიან. რატიანის თქმით, დაინფიცირებული 34 პაციენტიდან, 4-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არის თბილისის ზღვის სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოყვანილი 80 წლის ქალბატონი.
„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 64 პაციენტი, 34 ინფიცირებული შემთხვევა, დანარჩენთან ველოდებით გამოკვლევის პასუხებს. ამ ეტაპზე გვყავს 4 კრიტიკული პაციენტი ხორციელდება მათი მონიტორინგი. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, 14 ახალი პაციენტია კოვიდით ინფიცირებული, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ხორციელდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მონიტორინგი. თბილისის ზღვის სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, შემოყვანისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, აქვს კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევა, ორმხრივი მწვავე პნევმონია ანამნეჟი, არის გულის უკმარისობა, პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები. ამ ეტაპზე ის მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ორსული ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია ხორციელდება მათი მონიტორინგი ყოველ წუთიერად“,-განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 27 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 319 პაციენტი.