logo
ENG



რატიანი: მთავარია არ მოვექცეთ სოციალური ტერორის ომის ქვეშ, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს

28 აპრ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეპიდემიოლოგმა ლევან რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

„ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით. პროტოკოლი, რომლლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ, აისახება იმაში, რომ ჩვენს მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უფრო ბევრია, ვიდრე გართულებული შემთხვევები. 

"მინდა ყველას ვუთხრა, მთავარია არ მოვექცეთ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ვირუსს ახასიათებს. თუ დაგჭირდათ ჩვენი მკურნალობა, ჩვენ თქვენს გევრდში ვართ“, - განაცხადა რატიანმა.


close დახურვა