logo
ENG



რატიანი: ჩვენთან მყოფი დაინფიცირებული 14 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა

28 მარ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინფიცირებული 14 პაციენტიდან 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება კლინიკის დირექტორმა გააკეთა. ლევან რატიანის თქმით, 2 მძიმე პაციენტების მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ამ პაციენტებიდან კი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.  

„ჩვენთან 14 პაციენტიდან 2 პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების დაკვირვების ქვეშ. სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ ავიღოთ განმეორებითი ნაცხები, თუ ბიოლოგიურ ნაცხში არ აღმოჩნდა ვირუსი ორჯერადი შედეგით, უახლოეს დღეებში ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ თვითიზოლაციაში. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს მათთან ყველასთან დასტურდება პნევმონიის სურათი. უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ვლინდება. რაც შეეხება სამ ახალშობილს სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად მოვიდა ერთი დადებითი შემთხვევა, დანარჩენი მოვიდა უარყოფითი. ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპაზე სტაბილურია მიმდინარეობს მონიტორინგი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსის 85 შემთხვევა დასტურდება, აქედან 14 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.

 


close დახურვა