logo
ENG



რაუფოღლუ: ენტონი ბლინკენის თანაშემწის თქმით, აშშ საქართველოსთვის სანქციებს ისევ განიხილავს

11 დეკ 202414:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/11/3ehmnowqw4k6jsc.jpg

ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ "აშშ ჯერ კიდევ განიხილავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს". მან ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე რამდენიმე სტატუსად გამოაქვეყნა.

"ახალი! ბაიდენის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ. „ჯერ კიდევ განიხილავს“ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს

„ის განხილვის პროცესშია უმაღლეს დონეზე“, ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დაფნა რენდი", - წერს რაუფოღლუ.

რაუფოღლუს თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღნიშნავს, რომ აშშ მიჰყვება ქართველი ხალხის სურვილებსა და მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„საქართველოში უკვე მრავალი თვეა, რაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით არის შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ ვნახეთ მართლაც შემაშფოთებელი ნიშნები, მათ შორის, უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამოქვეყნება, რომელიც ნამდვილად იყო გამიზნული. ასე რომ, არჩევნების დღემდე ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით და ვმუშაობდით ხელისუფლებასთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ქართველების თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ.

... ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილებს. ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და გარკვევით თქვა, რომ მათი მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებაა. და აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქართველი ხალხის სურვილებს", - წერს ალექს რაუფოღლუ დაფნა რენდიზე.

"წარსულშიც დავუწესეთ სანქციები საქართველოს და კვლავ განვიხილავთ შემდგომ ზომებსაც [..] განხილვა მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. პრეზიდენტ ბაიდენით დაწყებული, სახელმწიფო მდივნით, ბლინკენით დამთავრებული, ყველა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს, რაც საქართველოში ხდება", - განაცხადა დაფნა რენდმა.


close დახურვა