კიევში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მოსკოვის ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და ხერსონში რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას კონკრეტულ სახელს არ არქმევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი უკანდახევას მანევრად აფასებს. ბრიტანეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით მომზადებულ ანგარიშში კი დასახელებულია მთავარი მიზეზი - ოკუპანტების არმია ხერსონში აღჭურვილობით ვეღარ მარაგდებოდა. ბოლო ერთ დღეში ხერსონში უკრაინელებმა 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.