logo
ENG



რეზნიკოვი: ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე გვჭირდება

15 თებ 202318:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/krbd1n0zvoh2hut.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის შეირაღებულ ძალებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის რამდენიმე თვე სჭირდება.

"ამას დრო სჭირდება. საუბარია რამდენიმე თვეზე, როცა სრულად მზად ვიქნებით. შემდეგ კი, გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, გარკვეული მოვლენები განვითარდება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

დეკემბერ-თებერვალში უკრაინამ მიიღო დაპირებები დასავლეთისგან დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის და სხვა იარაღის, ასევე დასავლური საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, პირველი დასავლური ტანკები უკრაინაში მარტში ჩავა.

ამასთან, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია გარკევეული ტიპის იარაღი, რომლის გამოყენებასაც უკრაინის არმია ფართომასშტაბიანი შეტევისთვის შეძლებს. კერძოდ, დასავლეთი უარს ამბობს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე.


close დახურვა