უკრაინაში მტრის რესურსები იწურება, შემდგომში ლოჯისტიკური კოლაფსი იქნება. ამის გაცნობიერებით, მტრის ტყვედ ჩაბარების ტენდენცია იზრდება. და არა ერთეული სამხედრო, არამედ მთელი ოცეულები. ისინი უკვე ხვდებიან, რომ "სწავლებაში" მათი ამხანაგები, რომლებმაც გამოცდაზე 200 ქულა მიიღეს, უცხო მიწაში დარჩნენ. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ დაღუპვას, პუტინისთვის ისინი დასაკეპი ხორცი, დასახარჯი მასალაა იმპერიული ოცნების მიღწევის მცდელობაში. ბევრი მათგანი უკვე მიხვდა - მათ უღალატეს.
რეზნიკოვი: უკრაინაში მტრის რესურსები იწურება
05 მარ 202212:03
3 წუთის საკითხავი