logo
ENG



რეზნიკოვი: ჩვენმა მტერმა ახალი ტერორისტული ტაქტიკა წამოიწყო

22 ოქტ 202216:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/3a9dtwr26tvi4xo.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ახალი ტერორისტული ტაქტიკა წამოიწყო.

"ჩვენმა მტერმა ახალი ტერორისტული ტაქტიკა წამოიწყო საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, ასევე დრონების, განსაკუთრებით ირანული წარმოების, სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. და ამან... გააოცა ჩვენი პარტნიორები," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, ახლა დასავლელ პარტნიორებს სურთ უკრაინელებს დაეხმარონ, რათა უკრაინის ცა რაც შეიძლება მალე დაიხუროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინამ განიხილა გადაწყვეტილებები, რომლის განვითარებასაც ახლა იწყებენ უკრაინის ცის დასაცავად.

"დღეს პარტნიორები ძალიან ამბიციურები არიან ამ ამოცანის მიმართ - დაეხმარონ უკრაინის ცის დახურვას," - განაცხადა რეზნიკოვმა.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები აქტიურად ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. 10 ოქტომბერს, მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსული დაბომბვის შედეგად, უკრაინის მთლიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% დაზიანდა.


close დახურვა