logo
ENG



რესპუბლიკური მზადაა მიიღოს იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები

10 მარ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

 

რესპუბლიკური საავადმყოფო მზადაა მიიღოს იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები დაუდგინდებათ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა დღეს განაცხადა. ამ დროისთვის რესპუბლიკურში 30 პაციენტი რჩება და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოს 15 თავისუფალი ადგილი აქვს დარჩენილი.

„უნდა ჩამოფრინდეს ერთი თვითმფრინავი და იმისდა მიხედვით როგორ დაიყოფა ეს პაციენტები რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის მიიღოს გარკვეული რაოდენობა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი არანაირი გართულება არ გვაქვს, მიმდინარეობს ზედამხედველობა არავინ არ დაგვიბრუნებია ინფექციურში“,-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

შეგახსნებთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.

 


close დახურვა