logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონად გამოცხადდა

29 თებ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად საკარანტინო ზონაც გამოცხადდა. ამის შესახებ  ინფორმაციას თავად კლინიკის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, კლინიკა სხვა პაციენტებისგან გათავისუფლდება და ადგილზე ყველა იმ ადამიანს განათავსებენ, ვინც  პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით

ლევან ქიქოძის განმარტებით, ადგილზე განხორციელდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა. 

„ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, – განაცხადა ლევან ქიქოძემ.


close დახურვა