logo
ENG



რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 25 პაციენტი იმყოფება

06 მარ 202007:51
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 25 პაციენტი იმყოფება.

კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, ტემპერატურა მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს, თუმცა ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუ არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცვლება, მათ საავადმყოფოდან ეტაპობრივად გაწერენ, ნაწილი კი თვითიზოლაციით გადაინაცვლებს სახლში. ლევან გოფოძის თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 10 პაციენტის მიღება შეუძლია.

„ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა პრაქტიკულად არ აღენისნება არც ერთს. ამ ადამიანებზე დაკვირვება გრძელდება“, - აღნიშნა გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყნის მასშტაბით 9 ინფიცირებული პაციენტია. 


close დახურვა