logo
ENG



რეფერენდუმი დასრულდა - პუტინს საშუალება ეძლევა, რუსეთის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს

02 ივლ 202010:07
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის ხმათა თითქმის 100% დათვლილია. ბოლო მონაცემებით, ცვლილებებს მხარი 77,93%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 21,26% წავიდა.

ცვლილებები ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო ვადებს უნულებას 2024 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით - 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.

ხმის მიცემა 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკოსები პროცესში უამრავ დარღვევაზე მიუთითებდნენ. კონსტიტუციის ახალი ვერსიები კი წიგნის მაღაზიებში ცვლილებების მიღებამდე გამოჩნდა. 

საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალმხრივია. ის ორასამდე კომპონენტს მოიცავს, რაც პუტინის თქმით, "ქვეყნის სტაბილურობისთვისაა" საჭირო. რეფერენდუმი ფორმალურად ცვლილებების ლეგიტიმაციის საბაბით ჩატარდა. 

67 წლის პუტინი ხელისუფლებაში სხვადასხვა ფორმით უკვე 20 წელზე მეტია არის.


close დახურვა