logo
ENG



რისკზონად გამოცხადებულ ქვეყნებში მცხოვრები ქართველები ძირითადად დისტანციურად მუშაობენ

07 მარ 202019:40
3 წუთის საკითხავი
 

როგორ ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები რისკზონებად გამოცხადებულ ქვეყნებში? არის თუ არა პანიკა იქ, სადაც კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა? "ფორმულა" იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მყოფ მოქალაქეებს ესაუბრა.  

ნინო გაბელია ერთ-ერთია, ვინც 2011 წელს რომში დასახლდა. როგორც თავად ჰყვება, რომში სკოლები და საბავშო ბაღები დახურულია, სამუშაოს კი დისტანციურად სახლიდან ასრულებს. თუმცა მისი სხვა ოჯახის წევრები სამსახურებში მაინც დადიან. ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის ტურისტთა რიცხვი საგრძნობლად  ნაკლებია, მაგრამ რაფაელის გამოფენაზე, რომელიც რომში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა,  ვირუსის მიუხედავად, დიდი რიგებია. საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს საკუთარი სტატუსის და დეპორტაციის არ შეეშინდეთ და დახმარების საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საელჩოს მიმართონ.

ოთარ ბერეჟიანი სამხრეთ კორეაში ქალაქ სეულში 17 წელია ცხოვრობს. ერთ-ერთ უნივერისტეტში საქართველოსთან დაკავშირებულ საგნებს ასწავლის. მისი ინფორმაციით, კორეაში ცოტა ქართველი ცხოვრობს და ისინი ძირითადად სტუდენტები არიან. ქართველებს შორის ვირუსი კორეაში ამ დრომდე არავის გამოვლენია. სწავლა არც კორეაშია და ლექციები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამხრეთ კორეას იანვრის ბოლოდან დღემდე 7100-ზე მეტი პაციენტი ჰყავს. 


close დახურვა