ახალი განვითარება უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავზე. კიევისთვის დასავლური შემტევი იარაღის გადაცემის შემდეგ დუმილს არღვევს თელავივი. პრემიერად ხელახლა არჩეული ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას და მათ შორის არ გამორიცხავს "რკინის გუმბათის" სახელით ცნობილი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასაც. ეს თემა ამ ხნის განმავლობაში ცალსახად დახურული იყო და ისრაელი მკაფიოდ აცხადებდა, რომ უკრაინას გვერდში მხოლოდ ჰუმანიტარული კუთხით დაუდგებოდა. ამ განცხადებას წინ უსწრებდა ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების აფეთქებების სერია. თუკი მანამდე სირიის ტერიტორიაზე განთავსებული ირანული კამიკაძე დრონების საწარმოები ფეთქდებოდა, ახლა უკვე ირანის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები განადგურდა. მათ შორის იარაღის საწყობები და ბალისტიკური რაკეტების ქარხანა. რას შეცვლის ისრაელის გამოკვეთილი პოზიცია ფრონტზე და როგორ შეიცვლება რეგიონული სტატუს-კვო, რომელიც საქართველოსაც შეეხება - ნახეთ დროებაში.
რკინის გუმბათი უკრაინას - დროება
05 თებ 202320:11
3 წუთის საკითხავი