რობი უილიამსის საშობაო საჩუქარი თაყვანისმცემლებს. ლონდონის ჰაიდ პარკში 45 წლის ბრიტანელმა მომღერალმა დაუგეგმავი კონცერტი ჩაატარა.
შოუ უილიამსის პირველი საშობაო ალბომის გამოსვლას მიეძღვნა. ნაკრებში დუეტებიცაა შესული, მათ შორის ბრიტანელ მოკრივე ტაისონ ფიურისთან და მომღერლის მამასთან. რობი უილიამსის მოულოდნელ კონცერტს ათას 500-მდე ადამიანი დაესწრო.