logo
ENG



როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში - პროგნოზი

11 ივნ 202300:41
3 წუთის საკითხავი
 
როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.


close დახურვა