logo
ENG



როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია - საპატრიარქოს გადაწყვეტილება უცნობია

07 აპრ 202020:32
3 წუთის საკითხავი
clock 400

მღვდელმსახურთა ნაწილი საზოგადოებას ურწმუნოებაში ადანაშაულებს ზიარების წესის ცვლილებაზე საუბრის გამო, ნაწილი კი ეკლესიის დისკრედიტაციაში ბრალს მედიას სდებს.

სამებაში ელოდნენ, მაგრამ დღევანდელ წირვაზეც არ მისულა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. საპატრიარქოში დარჩენა მას ექიმებმა ურჩიეს. 

ამ ფონზე სპეციალისტების რჩევები ტაძრებში ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინეს. მრევლმა ხატებზე მთხვევისგანაც თავი უნდა შეიკავოს, ჯვარზე მთხვევის რიტუალში კი ცვლილებები დღეს „ფორმულას“ მიერ გადაღებული კადრების შემდეგ შეიცვალა.

ხარების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია მორიგი ხალხმრავალი დღესასწაულისთვის ემზადება. 12 აპრილს საქართველოს ეკლესიებში ბზობას, ტრადიციული წესით აღნიშნავენ. სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით კი შეხვედრა აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება. 

 

 

 


close დახურვა