logo
ENG



როგორ წარდგება ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებში - კონსულტაციები დაწყებულია

01 ივნ 202020:33
3 წუთის საკითხავი
clock 327

8 მარტის შეთანხმების მონაწილე ოპოზიციური სპექტრი გაერთიანების ახალ ფორმულებზე მსჯელობს - არ არის გამორიცხული, „ძალა ერთობაშია“ ფორმატს „რესპუბლიკური პარტია“ შეუერთდეს. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებებს დღეს 12 პარტიის გაერთიანებული შეხვედრა ჩაენაცვლა. 

ირკვევა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარებთან ერთად, პრემიერობის ერთიან კანდიდატურაზეც თანხმდება. დასახელდა გიორგი ვაშაძის ვერსიაც, თუმცა „ძალა ერთობაშია“ მის კანდიდატურას არ ადასტურებს.

არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის ლელოც, - სულ უფრო მძაფრდება კითხვა, - რამდენად მასშტაბური გამოვა ოპოზიციური ერთობა.


close დახურვა