ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჰომოსექსუალების, ბოშების და ებრაელების წინააღმდეგ ილაშქრებიან, ჰიტლერს მაგონებენ, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც პაპმა აღნიშნა, როდესაც ქვეყნის მმართველების განცხადებებს ისმენს, მას რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის ადოლფ ჰიტლერის 1934-1936 წლების გამოსვლებს უსმენს.
"ჰომოსექსუალების, ბოშების და ებრაელების დევნა, მათ წინააღმდეგ გალაშქრვა სიძულვილის და მკვლელობის ნათელი მაგალითია. ზუსტად ეს ხდებოდა იმ წლებში და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პონტიფექსმა. ამასთან, რომის პაპს კონკრეტული პოლიტიკოსები არ დაუსახელებია.