„მთავარი არხის“ მეწილემ გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა და იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება.
რურუას თქმით, შეთანხმების შესრულება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
„მივესალმები შეთანხმება და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. მახარებს, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა წინ“, - განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.