logo
ENG



რუსებმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 2, დაშავდა 10 ადამიანი

02 ნოე 202500:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/01/aa089b2dv4c44cu.png

რუსებმა 1 ნოემბერს საღამოს დნიპროპეტროვსკის ოლქის სამარის რაიონზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

ნიკოპოლის რაიონში კი რუსული თავდასხმების შედეგად კიდევ ერთი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო დაშავდა ორი.

ინფორმაციას ამის შესახებ ვლადისლავ ჰაივანენკო, დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს.

"დღეს საღამოს აგრესორმა სამარის რაიონს დაარტყა. გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა მაღაზია. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დეტალები ზუსტდება.

მთელი დღის განმავლობაში ნიკოპოლის რაიონი – მათ შორის ქალაქი ნიკოპოლი და მარგარეცის, პოკროვსკის, მიროვესა და ჩერვონოჰრიჰორივკის დასახლებები – მტრის FPV დრონებისა და საარტილერიო დარტყმების ქვეშ იმყოფებოდა", - ამბობს ჰაივანენკო.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი სახლიც.


close დახურვა