logo
ENG



რუსებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - არის მსხვერპლი

03 იან 202317:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/03/ct07pfn3ymxcjb0.jpg

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი და დაზიანდა წყალმომარაგების ობიექტი.

"ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ჩამტვრეულია შენობების მინები", - თქვა კირილენკომ.

მისივე განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მთელი რეგიონი საშიშია და მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.


close დახურვა