logo
ENG



რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი

10 აგვ 202300:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/10/xs83m454blm5bn2.jpg
Yurii Malashko

რუსების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, თუმცა ექიმებმა ერთი დაშავებულის გადარჩენა შეძლეს.

კლიმენკოს განცხადებით, დაშავებულია, სულ მცირე, 7 ადამიანი - საჰაერო განგაში ზაპოროჟიეს ოლქში ამ დრომდე მოქმედებს, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებებიც.

ამასთან, დღეს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. მან დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა, თუმცა უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


close დახურვა