![2022/10/26/jd8gokfvjuc7s19.jpg](/uploads_script3/articles/2022/10/26/jd8gokfvjuc7s19.jpg)
ნობელის ფონმა ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩები არ მიიწვია. ნობელის პრემიის გადაცემის ღონისძიება 10 დეკემბერს გაიმართება.
ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტოკჰოლმში დაგეგმილ ცერემონიაზე ყველა ქვეყნის ელჩია მიწვეული, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მიწვევა არ ვრცელდება რუსეთისა და ბელარუსის ელჩებზე. მათ გარდა ცერემონიაზე არ მიიწვიეს ულტრამემარჯვენე პარტია "შვედი დემოკრატების" ლიდერი იმი ოკესონი.
ტრადიციისამებრ ყოველწლიურად ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე შვედეთში არსებული ყველა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს იწვევენ.
აღსანიშნავია, რომ წელს მშვიდობის დარგში ლაურეატებს შორის ბელარუსისა და რუსეთის წარმომადგენლებიც მოხვდნენ. მშვიდობის დარგში ნობელი წელს გადაეცათ რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაცია "მემორიალს", რომელიც უზენაესმა სასამართლომ ლიკვიდირებულად გამოაცხადა, ბელარუს უფლებადამცველ ალესი ბელიაცკისა და უკრაინულ ორგანიზაციას "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი".