logo
ENG



რუსეთის აგრესიას უკრაინაში 358 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

21 ივლ 202210:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/sgaf6krju0mqm1q.jpg

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 358 ბავშვი დაიღუპა, 681-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა - 361, ხარკოვში - 194, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 53, ხერსონში - 52, ზაპოროჟიეში - 40" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 185 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 221 კი მთლიანად განადგურდა.


close დახურვა