რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 362 ბავშვი დაიღუპა, 716-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა - 376, ხარკივში - 202, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 60, ხერსონში - 55, ზაპოროჟიეში - 40" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 328 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 289 კი მთლიანად განადგურდა.