უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 12 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა დაკარგა:
- 12 ათასზე მეტი ჯარისკაცი;
- 374 ტანკი;
- 1226 საბრძოლო ჯავშანტექნიკა
- 140 საარტილერიო სისტემა
- 62 ჯავშანტრანსპორტიორი;
- 34 საზენიტო საბრძოლო სისტემა;
- 74 თვითმფრინავი;
- 86 ვერტმფრენი;
- 600 მანქანა/სატრანსპორტო საშუალება
- 3 გემი;
- 60 მანქანა საწვავის ავზით;
- 7 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკვე 18 დღეა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი.