რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვივის სამხედრო პუნქტებს მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.
სამინისტროს განცხადებით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით ლვოვის სიახლოვეს ნავთობის საცავსა და ანტი-საავიაციო სისტემების, რადარებისა და ტანკების შესაკეთებელი საწარმოს შეუტიეს, რომელსაც უკრაინული ძალები იყენებდნენ.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აგრძელებენ თავდასხმით ქმედებებს“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, S-300 რაკეტები და ანტი-საჰაერო სარაკეტო სისტემები გამოიყენა კიევში.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ნავთობისა და საკვების მარაგის საწყობების განადგურება დაიწყო.