logo
ENG



რუსეთის მიმართ სანქციებზე საქართველოს რეაქციას კარასინი "გაწონასწორებულს" უწოდებს

25 მარ 202213:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/25/26115jgrek1v80g.jpg

რუსი სენატორი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიცია "გაწონასწორებული" იყო. მისივე თქმით, რუსეთში ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ რჩება".

"პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობები ურთიერთდახმარებით ხასიათდება. რუსეთი გამოდის იმით, რომ ყველაფერს მშვიდად უდგება. სანქციების რეჟიმის "ავარჯიშებს" რუსეთის სახელმწიფოს. ის, ვინც მოგვიდგება პატიოსნად - ის რჩება მეგობრად. უკრაინაში ვერ შედგა სახელმწიფოებრიობა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს", - თქვა კარასინმა შეხვედრაზე.

გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ორგანიზებით მოსკოვში შეხვედრა 24 მარტს გაიმართა, სადაც "ექსპერტებმა" საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს სენატორი, გრიგორი კარასინი.

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და რუსეთის "რბილი ძალის" გავრცელების ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიიჩნევა. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი 2013 წელს გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. ცენტრი რუსული ენის კურსებს და სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი პარტია დიმიტრი ლორთქიფანიძეა.

ორივე ორგანიზაცია ცდილობს, საქართველოში პრორუსული იდეები გაავრცელოს და მიიჩნევა, რომ კრემლის პროპაგანდის ხელშემწყობები არიან. 


close დახურვა