logo
ENG



რუსეთის პატრიარქმა ლუკაშენკოს, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

11 აგვ 202023:21
3 წუთის საკითხავი
 
rfnvso7i78eichm.jpg

რუსეთის პატრიარქმა კირილემ, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას patriarchia.ru ავრცელებს. 

"თქვენ ყოველთვის აქცევთ ყურადღებას ხალხის სულიერ და ზნეობრივ მდგომარეობას. ამის დასტურია ბელორუსის ეგზარქატთან ხელისუფლების ნაყოფიერი თანამშრომლობა", - აღნიშნულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის მისალოც წერილში.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ იმედი გამოთქვა, რომ ბელორუსის ეგზარქატთან გაგრძელდება თანამშრომლობა, "რომელიც მიზნად ისახავს ხალხის კონსოლიდაციას, სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და მშვიდობის მუდმივი იდეალების დამკვიდრებას".

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. არაოფიციალური ეგზიტპოლი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. პარალელური დათვლების მონაცემებით,  პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკაშენკოს 13.7% აქვს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა


close დახურვა