logo
ENG



ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს - 89 ადამიანი დაშავდა

10 აგვ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 
5aqeq48qthyvdjg.jpg

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში საპროტესტო აქციებზე 3 ათასი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია Telegram-ში გავრცელდა. 

უწყებაში აცხადებენ, რომ 1000-მდე ადამიანი დედაქალაქში, ხოლო 2 ათასი სხვადასხვა ქალაქში დააკავეს. 

როგორც შსს-ს წარმომადგენელი ოლგა ჩემოდანოვა ამბობს, მომიტინგეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოუყენებიათ და დარბევის დროს არავინ გარდაცვლილა. 

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს უფლებადამცავი ორგანიზაცია, რომლის ცნობით, შეტაკებების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა.

​ამასთან, სამინისტროს განცხადებით, 9 აგვისტოს აქციების დროს 39 სამართალდამცველი და აქციის 50 მონაწილე დაშავდა.

ცნობისთვის, ბელარუსში​, საპროტესტო აქციაზე იმავე ტიპის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რაც გასული წლის 20-21 ივნისს, საქართველოში საპროტესტო აქციის დასაშლელად. ნარინჯისფერ, ე.წ. რაკეტისებრ რეზინის ტყვიებს შეუძლია მძიმე ფიზიკური დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს.  

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულებიც.


close დახურვა