logo
ENG



რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი: სანქციებმა რუსეთისთვის ყველა სავაჭრო დერეფანი გაანადგურეს

22 მაი 202211:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/6t9lnh5pjlrsnwl.jpg
Evgenia Novozhenina / Reuters

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა პრაქტიკულად ყველა ის ლოჯისტიკური დერეფანი გაანადგურა, რასაც რუსეთი ვაჭრობისთვის იყენებდა.

ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.

მისი თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთს სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის, რის გამოც იძულებულები არიან ვაჭრობის ახალი გზები მოძებნონ.

„სანქციებმა, რაც დღეს რუსეთის ფედერაციისთვისაა დაწესებული პრაქტიკულად გაანადგურეს ყველა ლოჯისტიკური [დერეფანი] ქვეყანაში. და ჩვენ იძულებულები ვართ, ერთად ვეძებოთ ახალი ლოჯისტიკური დერეფნები“ - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა.

საველიევის თქმით, მოსკოვი ფიქრობს ისეთი ალტერნატიული სავაჭრო გზების გამოყენებაზე, როგორიცაა საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი (INSTC) - ტრანზიტული გზა, რომელიც ინდოეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან და ევროპასთან ირანის გავლით აკავშირებს.


close დახურვა