რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა TASS უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თეირანში პატრუშევი გამართავს უსაფრთხოების საკითხებში რუსეთ-ირანის დაგეგმილ კონსულტაციების ორი ქვეყნის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და რიგი სამინისტროების წარმომადგენლების მონაწილეობით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანი რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებისთვის დრონებს აწვდის. ირანი და რუსეთი ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა უკრაინის განცხადებით, მტკიცებულებები საწინააღმდეგოს მეტყველებს. გავრცელებული ინფორმაციით, ირანელმა სპეციალისტებმა რუს სამხედროებს დრონების მართვაში ტრენინგიც ჩაუტარეს.