logo
ENG



რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 500 წლის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა

03 აგვ 202520:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/03/790hpjlrpxet0wf.png

კამჩატკაში მდებარე კრაშენინიკოვის ვულკანი 500-ზე მეტი წლის შემდეგ  ამოიფრქვა. ღამის განმავლობაში ვულკანმა ფერფლის სვეტი ექვსკილომეტრიან სიმაღლეზე აისროლა.

ექსპერტების თქმით, ვულკანის აქტივობა შესაძლოა უკავშირდებოდეს გასული კვირის ძლიერი მიწისძვრის შედეგებს - 8.8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა იმავე რეგიონში.

კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევების რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, კრაშენინიკოვის ვულკანის ბოლო ამოფრქვევა XV საუკუნეში დაფიქსირდა.

მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ რეგიონში ძლიერი ბიძგები შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.


close დახურვა