logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინას მხრიდან დაბომბვის შედეგად ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

15 ოქტ 202218:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/jjzinsqspgwkau0.jpg

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ნავთობის საცავი იწვის. ინფორმაციას  ბელგოროდის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

გლადკოვის თქმით, ბელგოროდის სოფელ რაზუმნოესთან ნავთობის საცავს ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად გაუჩნდა.

„კვლავ დაბომბვა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რეგიონში ნავთობის საწყობს გაუჩნდა. მე შემთხვევის ადგილას ვარ. საგანგებო სიტუაციების სამსახური უკვე ებრძვის ცეცხლს. გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციას მოგაწვდით“ - წერს გლადკოვი.

რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია TASS-ის ინფორმაციით, ნავთობის საცავთან ახლოს დაზიანდა 1 ტანკიც.

სოფელი რაზუნმოე ბელგოროდიდან 11 კმ-ში მდებარეობს.

რუსეთმა უკრაინა ბელგოროდის დაბომბვაში აქამდეც დაადანაშაულა.

ბოლო შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა, როცა ბელგოროდის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. მისი თქმით, ბელგოროდი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს, რამაც აფეთქებები გამოიწვია.

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიებზე მათი მხრიდან თავდასხმები უარყო. 

14 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა ოლექსეი არესტოვიჩმა უარყო ბრალდებები უკრაინის მხრიდან ბელგოროდზე თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში ის რუსული ბომბები ფეთქდება, რომლებიც უკრაინამდე ვერ აღწევენ.

 

close დახურვა