რუსეთმა ბრიტანული თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა. მოსკოვმა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც დიდმა ბრიტანეთმა აეროფლოტის წინააღმდეგ სანქციები გაატარა და ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირება აკრძალა.
როგორც როსავიაცია იტყობინება, შეზღუდვები დაწესებულია ქვეყნის ტერიტორიაზე "თვითმფრინავების ფრენებზე, რომლებსაც ფლობს, იჯარით ან ოპერირებს გაერთიანებულ სამეფოსთან ასოცირებული ან დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული პირი". შეზღუდვების ქვეშ მოყვება რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ტრანზიტული ფრენებიც. როგორც BBC-ს რუსული გამოცემა წერს, ამის გამო შესაძლოა, ბრიტანულ ავიაკომპანიებს აზიაში ფრენის პრობლემა შეექმნათ.