logo
ENG



რუსეთი უკრაინაზე მასობრივ სარაკეტო იერიშს, სავარაუდოდ, 22 ან 23 დეკემბერს გეგმავს - Pravda

22 დეკ 202218:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/i3khg4yx25eykn8.jpg

უკრაინული გამოცემა Pravda უკრაინის დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ, უკრაინაზე მორიგ მასობრივ სარაკეტო იერიშს 22 ან 23 დეკემბერს გეგმავს.

გამოცემის ცნობით, რუსეთი ამ თავდასხმაში ჩართავს ყველა მათ ხელთ არსებულ ფრთოსან რაკეტას, რომელთა რადიუსი 500 კმ და მეტია.

„საერთო ჯამში, დაგეგმილია სულ მცირე 67 ფრთოსანი რაკეტის გამოყენება. თავდასხმის შემდეგ დღეს არაა გამორიცხული თავდასხმისთვის დრონების გამოყენება“ - წერს Pravda.

მედია წერს, რომ დაზვერვის ცნობით, რუსეთი იერიშისთვის სულ მცირე 4 ისკანდერის რაკეტას, 8-14 ერთეულ Tu-95MS თვითმფრინავს, სულ მცირე სამი კალიბრის რაკეტის გამშვებსა და 3-მდე Tu-22M3 თვითმფრინავს ამზადებს.

Pravda ასევე აცხადებს, რომ ყირიმში არსებულ სევასტოპოლის საზღვაო პორტში 23-27 დეკემბერს გემების გადაადგილება შეიზღუდა, ამის მიზეზი, მათი ცნობით, რუსეთის მიერ დაგეგმილი სარაკეტო თავდასხმაა.

რუსეთმა წინა მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინაში 16 დეკემბერს მიიტანა. ამ დღეს ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 74 რაკეტა ისროლეს.


close დახურვა