logo
ENG



რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 20

15 მარ 202416:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/3j6guut3atjmv7e.jpg

რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

"ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან 5 მაშველია. თავდასხმის შედეგად დაღუპული სასწრაფო დახმარების ექიმი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია.

დაშავებულთა საერთო რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება. ყველა იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას", - ამბობს ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.


close დახურვა