logo
ENG



რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა კრამატორსკზე, დაიჭრა 25 ადამიანი

05 მაი 202211:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/cxoe7momrhcsir2.jpg

რუსულმა არმიამ 5 მაისის ღამეს საჰაერო იერიში მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე. რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რა დროსაც დაიჭრა 25 სამოქალაქო პირი, მათგან 6-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, პაველ კირილენკო ამბობს, რომ დაზიანდა 9 საცხოვრებელი სახლი, სკოლა და რამდენიმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"უკრაინის არმიასთან ბრძოლის უუნარო რუსული არმია აგრძელებს ბრძოლას ჩვენს მოქალაქეებთან. ეს რუსული არმიის მორიგი სამხედრო დანაშაულია ჩვენს მიწაზე. ყველაფერს ვაფიქსირებთ. ვერავინ გაექცევა სასჯელს!" - წერს კირილენკო გტელეგრამში.


close დახურვა