რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალება DOXA-ს ყოფილ რედაქტორს, მარია მენშიკოვას რუსეთის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
მენშიკოვა გაასამართლეს 2022 წელს სოციალურ პლატფორმა VK-ში დაწერილი ორი პოსტისთვის, სადაც მას რუსეთის სასამართლო "ტერორიზმის გამართლებას" ედავებოდა. თითოეული პოსტისთვის მენშიკოვას 3.5 წელი, ჯამში კი 7 წლით პატიმრობა მიესაჯა.
პოსტებში ჟურნალისტი საზოგადოებას სთავაზობდა წერილი მიეწერათ პოლიტპატიმრებისთვის - სამი მათგანი სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდებაში იყო მსჯავრდებული, სამი კი ბელარუსის ერთ-ერთ ქალაქში რკინიგზის სადგურის კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში.
ის ამჟამად რუსეთში არ ცხოვრობს. იანვარში DOXA "არასასურველ ორგანიზაციად" დასახელდა.
მენშიკოვას წინააღმდეგ საქმე გასული წლის აპრილში აღიძრა.