logo
ENG



რუსეთში დრონებით სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

25 ნოე 202610:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/25/3nqr7i8m901su2o.png

რუსეთში, სამარის ოლქში, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის საწარმოებს შეუტიეს. ორივე ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ადგილობრივების ინფორმაციით, ქალაქ სიზრანში თავდაპირველად დრონების ხმა გაიგეს, მოგვიანებით კი აფეთქებები ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო სამარის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა.

ამ დროისთვის რუსულ მხარეს აღნიშნულ ობიექტებზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ორივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის. სიზრანის ქარხანა 1942 წლიდან ფუნქციონირებს, ნოვოკუიბიშევსკის საწარმო კი - 1951 წლიდან. გამოცემის ცნობით, ორივე ობიექტი დრონების თავდასხმის სამიზნე ადრეც გამხდარა.


close დახურვა