logo
ENG



რუსეთში იძულებით დეპორტაციის გენოციდად აღიარება

28 აპრ 202320:24
3 წუთის საკითხავი
 

რატომ არ არის საქართველოს დელეგაციის ხმები იმ რეზოლუციაზე, რომელიც უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციას გენოციდად აცხადებს. ქართულმა ოცნებამ სტრასბურგში ვიზიტი კენჭისყრის დაწყებამდე დაასრულა. შესაბამისად, დარბაზში საქართველოს წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.  სტრასბურგში საქართველოდან მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოცნების ერთ-ერთმა წევრმა მიქანაძემ განაცხადა, რომ განათლების მინისტრ ამილახვართან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული და ამიტომ სამშობლოში დაბრუნდა. დელეგაციის ნაწილის ვერსიაა,  რომ ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი და კენჭისყრის გამოტოვების მიზეზიც ეს იყო.


close დახურვა