რუსეთში პირველი ვირტუალური აქცია. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ქვეყანაში იზოლაციის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ, საზოგადოების პროტესტი მოყვა.
აქციის ორგანიზატორები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსა და ე.წ. ლოქდაუნს გაგრძელებას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყნის მოსახლეობა შინა პატიმრობაში ჰყავს.
ონლაინ აქციას რუსეთის ოპოზიციის წევრების შეუერთდნენ. მათი განცხადებით, პანდემიის პირობებში სახელმწიფო ხალხს და მცირე ბიზნესს არაფრით ეხმარება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებმა მათ მერ შემუშავებული რეზოლუცია წარადგინეს.