რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის, IL-76-ის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 5 ადამიანი დაშავდა და ისინი რიაზანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
IL-76-ი გასულ ღამეს სასწავლო წვრთნებში მონაწილეობდა, როდესაც ეკიპაჟმა თვითმფრინავის ხარვეზი აღმოაჩინა და ხომალდის დასმა გადაწყვიტა, რა დროსაც მან ავარია განიცადა.