logo
ENG



რუსთავის აზოტის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

02 მაი 202113:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/02/32wrxz7m7m1yuba.jpg

რუსთავის აზოტის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

ქარხნის თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვდნენ და 5 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. 

გუშინ, 1-ლ მაისს კომპანიამ თანამშრომლების ნაწილს ხელფასის 250, ნაწილს კი 125 ლარით გაზრდა შესთავაზა. 

კომპანიის შეთავაზებაა: 

თანამშრომლებს, ვისი თვიური შეთავაზება არ აღემატება 1000 ლარს, გაეზარდოს დარიცხული ხელფასი 250 ლარით. 

თანამშრომლებს, ვისი ანაზღაურებაც არის თვეში 1000-დან 1500 ლარამდე, დარიცხული ხელფასი გაეზარდოს 125 ლარით. 

ასევე, კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, არ დაუკავოს თანამშრომლებს გაფიცვის დროს გაცდენილი დღეების ანაზღაურება და მიეცა მათთვის 50-ლარიანი პრემია სააღდგომოდ. 

კომპანიის შეთავაზება თანაშრომლების ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის კი არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა, მათი თქმით, აუცილებელია, დაიწყოს დიალოგი და შეთავაზებას სწორედ ამიტომ თანხმდებიან. 

თანამშრომლებმა თქვეს, რომ სასურველია, რუსთავის აზოტმა მეტი გარანტიისთვის დოკუმენტურად დაადასტუროს თავიანთი შეთავაზება. 


close დახურვა