რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
ტრაილერი გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.